დღეიდან სახელმწიფო და კერძო პროფესიული კოლეჯებმა სასწავლო პროცესი განაახლეს. საგანმანათლებლო დაწესებულებები ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების სამსახურმა შეამოწმა და სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა მიიღეს.
თუმცა როგორც უწყებაში ამბობენ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მონიტორინგი ისევ გაგრძელდება. პანდემიის გამო, მარტიდან პროფსასწავლებლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილი იყო.