ხვალიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გავრცელებული პანდემიის ფონზე წელს აბიტურიებტებსა და მეთვალყურეებს ვირუსის თავიდან ასაცილებლად გარკვეული ტიპის რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. წელს საქართველოში ჯამში 24 საგამოცდო ცენტრია. 4-ია აჭარაში. 3 ბათუმში, 1 კი ხულოში.სტუდენტობის მსურველი 39 300 აბიტურიენტია. ნათია ლომაძე გაგვაცნობს კიდევ ერთხელ რეკომენდაციებს რომელიც ხვალიდნ 25 ივლისის ჩათვლით აბიტურიენტებმა უნდა დაიცვან