აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს გაფართოებისა და სამეზობლოს პოლიტიკის საკითხებზე ევროკომისართან შეხვედრაში. იგი ტელე-ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართა.
განიხილეს ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის მოსამზადებელი საკითხები და შეაჯამეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალისა და ლიდერთა დიალოგის შედეგები, რომელიც გასულ თვეში გაიმართა.