"ეს არის პოლიტიკური გუნდი, სადაც ვხედავ ყველაზე დიდ შესაძლებლობას"- თემურ კახიძე "ევროპულ საქართველოში" გადავიდა

01 ივლისი 2020, 11:56 2696 ნახვა

"ეს არის პოლიტიკური გუნდი, სადაც მე ვხედავ ყველაზე დიდ შესაძლებლობას"-ასე შეაფასა"ქართული ოცნების" რიგებიდან გარიცხულმა ბათუმის საკრებულოს წევრმა საკუთარი გადაწყვეტილება.

თემურ კახიძე "ევროპული საქართველოს" რიგებს შეუერთდა. მისივე განცხადებით მან ბათუმის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტიც დატოვა.

"მე ვტოვებ თანამდებობას, ჩემთვის არ არის აპრიორი, რომ ვიყო თანამდებობაზე. გადავდექი იურიდიული კომისიის თანამდებობიდან. რატო წავედი იქ სადაც წავედი? ეს არის პოლიტიკური გუნდი, სადაც მე ვხედავ ყველაზე დიდ შესაძლებლობებს. არის პროფესიონალი ხალხით დაკომპლექტებული და გააჩნიათ ხედვა თუ როგორ უნდა გამოიყვანონს დღეს ქვეყანა კრიზისიდან რაც არის დღეს საქართველოში. მე ამას მოვახერხებ "ევროპულ საქართველოსა" და "თავისუფალ დემოკრატებთან" ერთად. 

მე არ დავუჭირე "ამბასადორის" პროექტს მხარი, რაც შეეხება "რივიერას" მე მას მხარი დავუჭირე და "ევროპული საქართველოს რიგებიდანაც დავუჭერ, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარება"-განაცხადა თემურ კახიძემ.

"ქართული ოცნების" წევრის  ევროპულ საქართველოში გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გიგი უგულავამაც. მისივე განმარტებით "ქართულმა ოცნებამ" იმოქმედა კლასიკურ ჟანრში და ვერაფერი რომ ვერ შეძლეს დილით მოასწრეს და იგი გარიცხეს პარტიიდან.

"მას შემდეგ რაც ბატონმა თემურმა მიიღო ეს გადაწყვეტილება მთელი ქართული ოცნება აწრიალდა, მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა სტრუქტურებთან ერთად წრიალებდნენ, წრიალებდნენ, მაგრამ ვერაფერს რომ ვერ მიაღწიეს და რომ ნახეს, რომ თემურ გადაწყვეტილება იყო მყარი და ეფუძნებოდა პრინციპებს. დილით მოასწრეს და კლასიკურ ჟანრში იმოქმედეს და თემური გარიცხეს პარტიიდან. ეს კიდევ ერთხელ ანახებს საზოგადოებას "ქართული ოცნების" სახეს, კიდევ ერთხელ არის უტყუარი ნიშანი იმის, რომ "ქართულ ოცნების" ხელისუფლება იმყოფება დაისში და განწირულია. ის ყველა პრობლემას სხვასში ხედავს და არასდროს საკუთარ თავში. მას გონია, რომ რომ იტყვი და დაასწრებ გავრიცხეს  ამით რაიმე შეიცვლება"-განაცხადა გიგი უგულავამ.

"ქართული ოცნების" წევრი ნატალია ზოიძე ამბობს, რომ პარტიისთვის ღალატი და სხვა პოლიტიკურ ძალებთან გარიგებაში მონაწილეობა მიუღებელია. მისი თქმით, ღალატს შესაბამისი პასუხი სჭირდება.

"ნებისმიერ პოლიტიკურ გარიგებაში შესული ჩვენი გუნდის წევრი ყოველთვის მიუღებელი იქნება "ქართული ოცნებისთვის" და მის მიმართ ვიქნებით მკაცრი. ვიცით, რომ ის აწარმოებდა გარიგებას სხვა პოლიტიკურ ძალასთან, მით უმეტეს რადიკალურ ოპოზიციასთან. შესაბამისად, ეს ჩემი აზრით არის ღალატი და ღალატს შესაბამისი პასუხი სჭირდება. სად მიდის ამის შესახებ სავარაუდოდ თვითონ გააკეთებს განცხადებას. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვისთან აპირებდა თანამშრომლობას. ჩვენთვის მთავარი ის არის რომ ვინც პოლიტიკურ გარიგებაში მონაწილეობს, არ არის ერთგული, მიუღებელია. ის გარიცხული იქნება პარტიიდან და უმრავლესობის რიგებიდან"-განაცხადა ბათუმის საკრებულოს წევრმა ნატალია ზოიძემ.

 

პარტია " ქართულმა ოცნებამ" დღეს დილით განცხადება გაავრცელა ბათუმის საკრებულოს წევრის, თემურ კახიძის პარტიიდან გარიცხვის თაობაზე, მიზეზად კი მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობა დაასახელა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი