ვიდრე გადაწყდება, აჭარას ისევ 6 მაჟორიტარი ეყოლება თუ 3. „მთავარი“ დღეს, შეეცადა გაეგო, ვინ წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიებს რეგიონში. „ევროპული საქართველოს“ რჩეული ტარიელ ნაკაიძეა, რომელიც წლების განმავლობაში „ქართველ მუსლიმთა კავშირს“ ხელმძღვანელობდა.
თავად, სავარაუდო კანდიდატი, ამბობს, რომ გადაწყვეტილი ჯერ არაფერი აქვს. მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობას, ჯერ არ ასაჯაროებენ „პატრიოტთა ალლიანსა“ და პოლიტიკურ მოძრაობა „ლელოში“. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია 2020-ის არჩევნებზე გათვლას ახალ სახეებზე გააკეთებს.