საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე აჭარაში იმყოფება

27 ივნისი 2020, 18:29 1756 ნახვა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე აჭარას სტუმრობს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან და ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით, რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ ყველა პაციენტს, რომელიც ქვეყანაში წარმოადგენს COVID-19- ის მიმართ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, სასურსათო და ჰიგიენური ამანათები გადაეცემა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ავრცელებს. მათივე ცნობით, აჭარაში მცხოვრებ ხანდაზმულთათვის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ დამატებით 200 სასურსათო და ჰიგიენური ამანათი გამოყო, რომელთა დარიგება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი