"საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც ადრეულ ეტაპზე მიიღო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზომები"- ჰანს კლუგემი

25 ივნისი 2020, 17:16 1433 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ოფისის დირექტორის  ჰანს კლუგემის განცხადებით, საქართველო  ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც ადრეულ ეტაპზე მიიღო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზომები და კოვიდ ტესტების მომარაგება იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ქვეყანაში ვირუსი დაფიქსირდებოდა.

„უკვე მარტის თვისთვის ქვეყანაში სოციალური დისტანცირების ზომები მიიღეს, ამიტომ დღეს არსებული ვითარება უკავაშირდება ქვეყნის მიერ მიღებულ ადრეულ ზომებს, რომლებიც ვიცით, რომ მუშაობს - ეს არის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, იზოლირება, ტესტირება და მოვლა კორონავირუსის მქონე პაციენტების და შემდეგ უკვე მათი კონტაქტების აღმოჩენა და კარანტინში მოთავსება.

საქართველო, ხაზი უნდა გავუსვა, რომ ერთი ნაბიჯით წინ წავიდა, მუშაობს რა ეკონომიკის გაუმჯობესების გეგმაზე და გაიხადა რა ჯანდაცვა მოწინავე პოლიტიკურ პრიორიტეტად, ამასთანავე მუშაობს მეორე ტალღის გასამკლავებლად. ეს ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა, როდის იქნება და იქნება თუ არა ვირუსის მეორე ტალღა. როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენ ვხედავთ პიკს პირველი ტალღის ფარგლებში, რადგან მეორე ტალღა რეალურად მაშინ დგება, როსდესაც შემთხვევათა რაოდენობა ძალიან დაბალ მაჩვენებელზე დადის და ამის შემდეგ, ვხედავთ მეორე ტალღას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ ქვეყანაში ჩვენ ჯერ კიდევ პირველი ტალღის პირობებში ვართ. ველით, რომ ვითარება კიდევ უფრო დამშვიდდება ქვეყანათა უმეტესობაში ზაფხულის განმავლობაში, თუმცა ჩვენ ნამდვილად უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის, როდესაც კოვიდი შეიძლება შეხვდეს სეზონურ გრიპს და სხვა დაავადებებს.

იქიდან გამომდინარე, რომ საბოლოოდ ვირუსი ჯერ კიდევ აქტიურად ცირკულირებს ჩვენს საზოგადოებაში და ჯერ არ არსებობს მკურნალობის ეფექტური გზა და ეფექტური ვაქცინა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ვიყოთ თვითკმაყოფილები,“- განაცხადა ჰანს კლუგემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში