სამეურვეო საბჭოს წევრობის 8 კანდიდატი კომისიამ პარლამენტს წარუდგინა

23 ივნისი 2020, 15:02 1237 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის შესარჩევმა საპარლამენტო კომისიამ პარლამენტს 8 წევრი წარუდგინა შესარჩევად. უმრავლესობის კვოტით ასარჩევია ერთი კანდიდატი. საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა კვოტით კი ორი წევრია ასარჩევი.

კომისია 9 წევრისგან იყო დაკომპლექტებული და ხმები კანდიდატებზე ასე განაწილდა: ზაზა აბაშიძემ კომისიის ყველა წევრის მხარდაჭერა მიიღო. თამარ ამაშუკელს 8 წევრმა დაუჭირა მხარი. ნათია კაპანაძემ   8 ხმა  მიიღო. გია მურღულიას 7 წევრმა დაუჭირა მხარი, ორმა უარყოფითი პოზიცია გამოხატა. ბონდო მძინარაშვილმა 6 წევრის მხარდაჭერა მიიღო. ზაურ ხალილოვმაც ყველა წევრის მხარდაჭერა მიიღო. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი