სალომბარდე სესხის ყალბი ხელშეკრულებების დამზადებისთვის 2 პირი დააკავეს

22 ივნისი 2020, 15:31 1351 ნახვა

სამართალდამცველებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ კერძო ლომბარდის ხელმძღვანელი დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთი კომერციული ბანკის რეგიონალური ფილიალის ექსპერტ-შემფასებელთან, რა დროსაც ისინი შეთანხმდნენ, რომ ბანკის სერვის ცენტრში, სხვადასხვა ფიზიკური პირის სახელით, შედგებოდა სალომბარდე სესხის ყალბი ხელშეკრულებები, რომლის უზრუნველსაყოფად, ნაცვლად გირაოში ჩასადები ძვირფასეულობისა, დაგირავდებოდა არაძვირფასი ლითონის ნაკეთობანი (ე.წ. ბიჟუტერია).

აღნიშნული გზით, 2018-2020 წლებში, 82 ფიქტიური სალომბარდე სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ ბანკის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, რითაც ბანკს მიაყენეს 3 476 788 ლარის მატერიალური ზიანი.

გამოძიების პროცესში დაყადაღდა ბრალდებულების სახელზე რიცხული უძრავი და მოძრავი ქონება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 220-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი