20-21 ივნისის მოვლენები 

21 ივნისი 2020, 15:23 1928 ნახვა

20    ივნისის  აქციას    ხელისუფლების შეცდომად აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები აჭარაში. ამბობენ, რომ  განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ მძიმე შედეგები გამოიღო, რასაც მმართველი გუნდის მხრიდან პასუხისმგებლობის აღება უნდა მოჰყოლოდა. ოპოზიცია უარყოფითად აფასებს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას დაწინაურების ფაქტს. სწორედ ანტისაოკუპაციო აქციების ერთ-ერთ მიღწევად ასახელებენ საარჩევნო სისტემის ცვლილებას.

მმართველი გუნდი აღიარებს, რომ    ეს  იყო  შეცდომა, რაზეც  პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღეს და  პარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა.   რაც შეეხება აქციის მონაწილეების დაკავებას,  ილია ვერძაძის თქმით,  დესტრუქციის მცდელობა ოპოზიციის ინტერესებში იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი