დღეს, 19:00 საათზე "ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. აქციის მონაწილეები ერთი წლის წინ, 2020 წლის 20 ივნისის მოვლენებს გააპროტესტებენ.
ამავე ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ, აქციაში მონაწილეობის მსურველ პირებს გაითვალისწინონ და დაიცვან პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელი ყველა რეკომენდაცია.