ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა

19 ივნისი 2020, 15:00 1366 ნახვა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ვაკეში ელენე ხოშტარია იქნება, გლდანში ნიკა მელია, ისანში გიორგი ვაშაძე, სამგორში ლევან ხაბეიშვილი, მთაწმინდაზე შალვა შავგულიძე, შალვა ნათელაშვილი კი ნაძალადევის რაიონში იყრის კენჭს.

რაც შეეხება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქსა და საბურთალოს, ოპოზიციაში საერთო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი