აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ანგარიში

19 ივნისი 2020, 12:00 1473 ნახვა

ხმაურისა და პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს გასული წლის ანგარიშის მოსმენა.  სხდომაზე სიტყვით გამოვიდა მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარე და მან მიმართა დეპუტატებს, რომ არ დაეჯერებინათ ამ ანგარიშისთვის,  რადგან მრჩეველები უმოქმედოდ არიან მაუწყებელში მიმდინარე პროცესების მიმართ.

სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა  ალექსანდრე მილორავამ, რომელიც დირექტორის გადადგომის მოთხოვნით მაუწყებლის შენობის წინ 15 დღის განმავლობაში შიმშილობდა.  მისი თქმით,  საშუალება არ მიეცა კითხვები საჯაროდ დაესვა. კითხვები მრჩეველთა საბჭოს მისამართით ჰქონდათ დეპუტატებს,  ისინი გასული წლის ანგარიშზე მეტად მაუწყებელში ამჟამად მიმდინარე  პროცესებით დაინტერესდნენ.  ისმოდა კრიტიკა მენეჯმენტისა და მრჩეველების მისამართით.

მმართველი გუნდი ამ ეტაპზე დირექტორისა და მრჩეველთა საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ხედავს,  თავის მხრივ მრჩეველთა საბჭოში აღნიშნავენ, რომ ახალ მენეჯმენტს მცირე დრო ჰქონდა შესაძლებლობების სრულად წარმოსაჩენად.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი