მინისტრის ანგარიში, ენმ-ს შეწყვეტილი ბოიკოტისა და ხმაურის ფონზე

18 ივნისი 2020, 20:03 1259 ნახვა

„ოცნების ქალაქის“ მშენებლობა, ახალი სტადიონი, ნაგავსაყრელი, კურორტი გოდერძი - აჭარაში მიმდინარე, ამ და სხვა ინფრასტურქტურულ პროექტებს დაუთმო 1 საათი, რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა. აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში აჭარის მთავრობა შეეცადა, რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელებულიყო. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, ბათუმსა და ქობულეთში ახალი სამრეწველო ზონები გაჩნდება.

ისაუბრა მოსახლეობაზე გაცემულ და გასაცემ სოციალურ კალათებზეც. „ნაციონალური მოძრაობა“ კი ბოიკოტის რეჟიმიდან დღეს, სხდომათა დარბაზში დაბრუნდა. ისინი ფიქრობენ, რომ მინისტრის გამოსვლა არ იყო ადეკვატური იმ გამოწვევებთან, რომლებიც დღეს, მოსახლეობას აქვს.

კითხვები დასვეს ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ. ოპოზიცია დაინტერესდა რატომ არის რეგიონში რუსული ინვესტიციების დიდი ნაწილი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში