ტურავა თუ იმერლიშვილი - ვინ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე?

18 ივნისი 2020, 10:06 1334 ნახვა

რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი ვინ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. სხდომა სავარაუდოდ მომდევნო კვირაში გაიმართება. ამ დროისთვის სასამართლოში ამ თანამდებობაზე მერაბ ტურავას და ირინა იმერლიშვილის კანდიდატურებია წარდგენილი.  

ცნობილია, რომ ტურავას პლენუმის 5 წევრი მხარდაჭერას უცხადებს. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კონსულტაციები გრძელდება.

ყოფილ თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. გუშინ საკონსტიტუციო სასმართლოს ახალ მოსამართლემ ვასილ როინიშვილმა მოსამართლის ფიცი დადო. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ათი წლის ვადით ირჩევენ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი