პარლამენტში შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა განახლდა

17 ივნისი 2020, 20:08 1643 ნახვა

პარლამენტში ინიცირებულ ცვლილებების პროექტს, რომელიც შრომით ურთიერთობებს არეგულირებს, საქართველოს ბიზნესასოციაცია აკრიტიკებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კანონის პროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, გაართულებს ვითარებას შრომით ბაზარზე, “რომელიც ისედაც დაზარალდა კორონავირუსის კრიზისის შედეგად”. დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი, საპროცედრუო კომიტეტში განიხილეს. დოკუმენტის შინაარსი პირვანდელი ვერსიისგან განსხვავებით შეიცვალა, თუმცა კვლავ ძალაშია მთელი რიგი შეზღუდვა, რის გამოც კანონპროექტი 1 წლის შემდეგაც ბიზნესისგან კრიტიკას იმსახურებს. დოკუმენტის მიხედვით ნორმიერული სამუშაო დრო კვირის განმავლობაში კვლავ 40 საათია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი