საკონსტიტუციო სასამართლოსთან პრეზიდენტს ლობიოს მარცვლებით დახვდნენ

17 ივნისი 2020, 17:18 1601 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში ვასილ როინიშვილმა ფიცი დადო, ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა. 

ღონისძიების პარალელურად შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. 

ორგანიზაცია “ალტერნატივას” და პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” აქტივისტები სალომე ზურაბიშვილს ლობიოს მარცვლები მიუტანეს.

„ლელოს“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ვასილ როინიშვილი ადეიშვილის მოადგილე და მისი დავალებების უსიტყვო შემსრულებელი იყო და შესაბამისად, ''ქართული ოცნების'' ხელისუფლების დავალებებსაც მარტივად შეასრულებს. 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ვასილ როინიშვილი 29 მაისს დანიშნა. 

როინიშვილი 2008-2009 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე იყო. მანამდე 2006-2008 წლებში კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი. სხვადასხვა დროს ის იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, სადისციპლინო პალატის წევრი.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს უფლებამოსილების ვადა 15 ივნისს ამოეწურა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი