პანდემიის ფონზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაცვალეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა.
მთავრობის ინფორმაციით, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში საქართველოს მიერ კოვიდ-19 პანდემიის შეკავების პროცესის მართვას მაღალი შეფასება მისცა.
მხარეებმა ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან დაგეგმილი პროექტები განიხილეს, მათ შორის მყარი ნარჩენების და მაჭახელაში ეკოტურიზმის განვითარების კუთხით განსახორციელებელი პროექტები.