4 თვეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების 114 ფაქტი გამოვლინდა

17 ივნისი 2020, 11:24 1313 ნახვა

4 თვეში საქართველოში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების 114 ფაქტი გამოვლინდა, მათგან გახსნილი არცერთი არ არის. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მონაცემები 97-შეადგენდა.

იანვრიდან-აპრილის ჩათვლით, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად 21-ჯერ გამოიყენეს, მათგან გახსნილია მხოლოდ 2. სამოხელეო დანაშაულის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მიმდინარე წლის 4 თვეში ოფიციალურად ქრთამის აღების 9 ფაქტი გამოვლინდა, მათგან გახსნილია-3.

სტატისტიკის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ქრთამის მიცემას ადგილი ჰქონდა 1 ჯერ, სამსახურებრივ სიყალბეს კი 11-ჯერ.

სულ საანგარიშო პერიოდში სამოხელეო დანაშაულის 185 ფაქტი გამოვლინდა, მათგან გახსნილია 6.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი