გეგმავდა თუ არა რამდენიმე დღის წინ დაკავებული ვასამბეგ ბოკოვი, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მკვლელობას, საგამოძიებო უწყებაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუმცა ცნობილია რომ იგი ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების გამო დააკავეს. ფაქტს აფასებენ პოლიტიკურ წრეებშიც ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება თავად მფარველობს კადიროვის რაზმებს, მმართველ გუნდში ეს აბსურდულად მიაჩნიათ და სპეცსამსახურების სწრაფ რეაგირებაზე აკეთებენ აქცენტს და აცხადებენ, რომ მსგავსი ფაქტი მიუღებელია. ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ მიზნის განხორციელება ქვეყანაში დესტაბილიზაციას გამოიწვევდა.