დღეიდან საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ კომპანია მზად არის მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესრულებისთვის.
პირველი რეისი თბილისი-ბათუმი დილის 8:00 საათზე შესრულდა. ამ ეტაპზე მგზავრობა 5 მიმართულებითაა შესაძლებელი: თბილისი-ბათუმი, თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-ფოთი, თბილისი-ოზურგეთი, თბილისი-ქუთაისი.
მგზავრობის ინსტრუქცია შემდეგია:
➤მგზავრები გაივლიან თერმოსკრინინგს;
➤ მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია;
➤ვაგონში შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი;
➤ხელები უნდა დაიმუშაონ დისპენსერებში არსებული სადეზინფექციო ხსნარებით;
➤ მატარებელში არ დაიშვებიან პირბადეების გარეშე;
➤ მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.