ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერის მოგება კომპანია „სინოჰიდროს“ სურს - „ნაციონალური მოძრაობა“

11 ივნისი 2020, 11:04 1738 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადებით,  ხულო-ზარზმის გზის დაახლოებით  40 კილომეტრიან მონაკვეთზე გამოცხადებულია ტენდერი, რომლის მოგებაც ჩინურ კომპანია „სინოჰიდროს“ სურს.  

მირდატ ქამადაძე მტკიცებით, ამ პროექტის განხორციელებით  დაინტერესებულია  სწორედ ეს კომპანია,  რომლის მიმართაც არსებობს კითხვები და ასევე  შავ სიაშია შეყვანილი.

მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ „სინოჰიდროს“ არაერთი მნიშვნელოვანი ტენდერი აქვს მოგებული ქვეყნის მასშტაბით და  პროექტების უმრავლესობა ხშირ შემთხვევაში  უხარისხოდ არის შესრულებული. ინფრასტრუქტურის სამინისტროს პასუხს მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში