საქართველოს სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება

11 ივნისი 2020, 11:18 1415 ნახვა

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ეს არის გლობალური კრიზისი, გლობალური გამოწვევა, როგორც ეპიდემიოლოგიურად, მედიცინური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით და ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს ამას გაუმკლავდეს მარტო. ამიტომ ჩვენ გვმართებს ურთიერთთანადგომა.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დაიძაბა მდგომარეობა, მე პირადად ყოველდღიურ კავშირში ვარ სომხეთის პრემიერთან ისევე როგორც კოლეგები, ჯანდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და უკვე მოვახდინეთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდება ჩვენს მეზობლებს. აქ ურთიერთთანადგომა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს უკვე დავალება, რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს. პირველ რიგში ეს როგორც ჩანს იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება. ასეთი თხოვნა გამოიკვეთა ჩვენი მეზობლების მხრიდან"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი