გამყარების გზაზე დამდგარი ლარი, ისევ გაუფასურების კვალდაკვალ. ის, რო ლარის კურსის ცვლილებაზე გავლენას სავალუტო ჯიხურების გახსნა მოახდენდა ამას დარგის ექსპერტები, ცოტა ხნით ადრე ვარაუდობდნენ. სამომხმარებლო ფასების მატებას, ხშირად ეკონომისტები ლარის გაუფასურებასთან ერთად საწვავის გაძვირებასაც უკავშირებენ. თუმცა დღევანდელი მდგომარეობით ასეთი ტენდენცია არ შეიმჩნევა. ლარის გაუფასურებაში დღეს, ოპოზიციამ ეროვნული ბანკი დაადანაშაულა და სახელმწიფოს მონეტარული და საბიუჯეტო პოლიტიკა კიდევ ერთხელ დაუწუნა.