სხდომის შეწყვეტა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ორჯერ მოუწია. ხმაური და დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის წევრის ელგუჯა ბაგრატიონის მოთხოვნას მოჰყვა. იგი სხდომაზე მოქალაქის დასწრებას ითხოვდა. საბოლოოდ ელგუჯა ბაგრატიონი ხელფასის 5 % ით დააჯარიმეს და დარბაზის დატოვება მოსთხოვეს.