თამარ წილოსანი: მოვუწოდებ ყველა ჯგუფს - არავინ შეეცადოს ჩემი და გია ქარცივაძის პოლიტიკურ გაერთიანებებთან მიბმა

08 ივნისი 2020, 15:00 1688 ნახვა

ვიდრე მრჩეველთა საბჭოს განცხადებით მიმართავს, მანამდე   თამარ წილოსანმა  ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. რომელშიც, წერია, რომ მაუწყებელში ბოლო პერიოდში მენეჯმენტის მიერ განხორციელებული მოქმედებები არღვევს იმ სტანდარტებს, რასაც უნდა ემსახურებოდეს მაუწყებელი.

მისივე თქმით, არაერთხელ დააფიქსირა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ნაცვლად, დირექტორის მხრიდან,  პროფესიონალი და კრიტიკული ჟურნალისტების გათავისუფლება უარყოფითად აისახება მაუწყებლის საქმიანობაზე და საფრთხეში აგდებს სარედაქციო დამოუკიდებლობას.

თამარ წილოსანი წერს,რომ ბოლო დღეების განმავლობაში მაუწყებლის მენეჯმენტმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთნაირი შინაარსის განცხადებები გააკეთეს.  მისივე თქმით, მაუწყებლის მაღალი თანამდებობის პირები აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რითაც სურთ საკითხის პოლიტიზირება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი