ოკუპირებულ გალთან დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იზოლატორში არიან გადაყვანილები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
არსებული ინფორმაციით, სამი ახალგაზრდა სოფელ ფახულანის ლანჯისის უბანსა და გალის რაიონის სოფელ ლეკუხონას საზღვართან დააკავეს.