ბათუმი აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მეექვსე საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს. “აგრობათუმი 2016”-ში წელს 47 ქართული და უცხოური კომპანიაა ჩართული. მათ საშუალება აქვთ სამი დღის განმავლობაში მომხმარებლებს და პოტენციურ პარტნიორებს საკუთარი პროდუქცია გააცნონ და ახალი ბიზნესკავშირები დაამყარონ.