17 პირი შიმშილობს ბათუმის იუსტიციის სახლთან, ოთხს კი პირი აქვს ამოკერილი. ისინი მეშვიდე დღეა ე. წ- ლი ,,კანონიერი ქურდის“ მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადაციას, ან გათავისუფლებას ითხოვენ.
გააგრძელებენ თუ არა პროტესტს მომდევნო დღებში, დამოკიდებულია აქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩანიშნულ შეხვედრაზე, რომელიც ხვალ გაიმართება. საგამოძიებო უწყებაში მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებსა და ადვოკატს შეხვდებიან.