თორნიკე რიჟვაძემ ბათუმისა და ქობულეთის საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელები წარადგინა

05 ივნისი 2020, 12:07 7118 ნახვა

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნების“  ბათუმისა და ქობულეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელები წარადგინა. ბათუმის საარჩევნო შტაბს გიორგი მანველიძე უხელმძღვანელებს, ქობულეთის საარჩევნო შტაბს კი მირიან ქათამაძე. 

თორნიკე რიჟვაძემ ასევე სამუშაო შეხვედრა გამართა ბათუმისა და ქობულეთის  ზონის ხელმძღვანელებთან, ბათუმისა და ქობულეთის  საკრებულოს დეპუტატებთან  და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან.განიხილეს როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო გეგმები.

"დღეს ჩვენ წარვადგინეთ ბათუმის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი მანველიძე. ასევე იყო შეხვედრა პოლიტიკურ გუნდსა და აქტივთან. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიწყებთ არჩევნებისთვის მზადებას და დარწმუნებულნი ვართ იმ შედეგებს და განწყობას, რომელიც მოსახლეობაშია გავამართლებთ და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, როგორც ბათუმში ისე მთელ საქართველოში"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი