ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ფერმერები აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავს, ბაზარზე არსებულთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად იყიდიან. საწვავის ლიმიტი 1 ჰექტარზე 150 ლარით არის განსაზღვრული.
ვაუჩერის მიღება ფერმერებს აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში შეუძლიათ. პროგრამაში ჩართვისათვის საჭიროა, მათ საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 10 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.