262 ტესტის პასუხი covid-19-ზე უარყოფითია - აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

04 ივნისი 2020, 10:47 1368 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 საათში ჩატარებული 262 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 33 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში კოვიდ დადებითი პაციენტი არ არის.

კორონავირუსის შედეგად აჭარაში 2 ადამიანი გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი