დაუმძიმდებათ თუ არა ბრალი ბათუმში დაკავებულ თურქეთის მოქალაქეებს - ეს დღეს გახდება ცნობილი. 9 პირის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.
ამ ეტაპზე მათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვას ედავებიან. ერთ-ერთი ვერსიით, ცხრა არალეგალი საქართველოში სავარაუდოდ კირნათი-მარადიდან შემოვიდა.