პირბადის არქონის გამო სანქციების შემოღება იგეგმება

02 ივნისი 2020, 20:02 2612 ნახვა

რამდენი ლარით დაჯარიმდება ის მოქალაქე, რომელიც პირბადის ტარების წესს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაარღვევს ? პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ჯანდაცვის კომიტეტებმა უნდა გადაწყვიტოს.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ფინანსური სანქციები გონივრული უნდა იყოს, ამბობენ იმასაც, რომ რადგან ხელისუფლება ჯარიმების რეგულირებას კანონით გემგავს, შეზღუდვები შესაძლოა დიდხანს შენარჩუნდეს. საკითხზე, კანონმდებლებს შორის  კონსულტაციები ინტენსიურად იმართება და მიმდინარე დღეებში პროექტის დასრულებული ვერსია მზად იქნება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი