ბათუმის საჯარო სკოლებში რეგისტრაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ადგილების დიდი ნაწილი შეივსო 

02 ივნისი 2020, 10:29 2754 ნახვა

დღეიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო.

საყოველთაო რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე  მიმდინარეობს.

საიტის გახსნიდან რამდენიმე წამში ბათუმის თითქმის ყველა სკოლაში ადგილები შეივსო. მშობლები ამბობენ, რომ სასურველ სკოლაში შვილის დარეგისტრირება ვერ მოახერხეს. ბათუმის ე.წ პოპულარულ სკოლებში ადგილები სწრაფად შეივსო. 

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საჯარო სკოლებში 2 728 პირველკლასელის მიღება შეუძლიათ. ამ ეტაპზე (10:50) თავისუფალია 180 ადგილი. 

რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

რეგისტრაციის ბოლო IV ეტაპი 20 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი