შიმშილობის მეოთხე დღე

01 ივნისი 2020, 11:16 1273 ნახვა

შიმშილობის მეოთხე დღე. ორგანიზაცია ,, მე მიყვარს ბათუმის’’ წევრი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის შენობის წინ უკვე მეოთხე დღეა  შიმშილობს. ალექსანდრე მილორავა, მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს  ითხოვს.  

,,მე მიყვარს ბათუმის’’  წევრმა  მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომის ჩასანიშვნად დრო 12:00 საათამდე მისცა. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ულტიმატუმებს არ განიხილავს.  გიგო ჩხარტიშვილის თქმით, ,, მე მიყვარს ბათუმის’’  წევრის მოთხოვნის  ფორმა უშინაარსოა. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში