კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

31 მაისი 2020, 17:59 1655 ნახვა

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის  26 ახალი შემთხვევაა დაფიქსირდა.  მათ შორის  - 18 ბოლნისს, 4 საკარანტინე სივრცეს,  4 კი ე.წ. საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნება. კოვიდინფექცია დაფიქსირდა კახეთშიც. რეგიონი დღემდე „მწვანე ზონად“ ითვლებოდა.

ვირუსი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლს აღმოაჩნდა, რომელიც 22 მაისს რუსეთიდან ჩამოვიდა, ის საქართველოში დაბრუნებისთანავე თვითიზოლაციაში იყო.  დღეს კოვიდ-19-ისგან 5 პაციენტი განიკურნა, ჯამში კი 605 მოქალაქეა გამოჯანმრთელებული. ამჟამად, ქვეყანაში 783 კოვიდინფიცირების შემთხვევა  ფიქსირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი