ბათუმის ცამეტ საჯარო სკოლაში მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდება

30 მაისი 2020, 13:02 1230 ნახვა

ბათუმის 13 საჯარო სკოლა მზის ელექტროსადგურებით აღიჭურვება.  ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა" და ლიეტუვური კომპანია შპს ,ვია სოლის"-ის პარტნიორობით შემუშავებულმა პროექტმა ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა. მზის ელექტროსისტემების ჯამური დადგმული სიმძლავრე 327.7 კვტ-ს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულებაა 502 667 ევრო. პროექტის 20% თანადამფინანსებელია ,, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის".

პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს, პერსონალს და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემათ მეტად შეიცნონ განახლებადი ენერგიის რესურსების სპეციფიკა და შეაფასონ მისი პირდაპირი დადებითი ეფექტები. მზის ელექტროსადგურებით აღჭურვის საკითხთან დაკავშირებით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე და  ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” წარმომადგენლები  საჯარო სკოლის დირექტორებს  შეხვდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი