ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს

30 მაისი 2020, 12:01 1108 ნახვა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას რამის შეცვლა თუ სურს, მას რეფორმა სჭირდება, ევროკავშირმა ამ კუთხით წამყვანი როლი უნდა დაიკავოს. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი აშშ-ს მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კავშირის გაწყვეტას აკრიტიკებს. იენს შპანმა „ტვიტერის“ მეშვეობით განცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება საერთაშორისო ჯანდაცვის სფეროსთვის იმედგაცრუება იყო.

ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გუშინ განაცხადა. თქვა, რომ ჯანმოსთვის გამოყოფილ თანხებს  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  სხვა საჭიროებებზე გადაამისამართებს. ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. მსოფლიოს სჭირდება პასუხები ჩინეთისგან. ჩვენ უნდა გვქონდეს გამჭვირვალობა" , - განაცხადა ტრამპმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი