ბათუმის საკრებულოში სხდომა ერთი საათია მიმდინარეობს. რომელზეც „ამბასადორი ბათუმი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით გარკვეული ტერიტორიის გადაცემის საკითხი განიხილება. სხდომის დაწყებამდე საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა საკითხის დღის წესრიგიდან ამოღების მოთხოვნით ბრიფინგი გამართეს.