სამწუხაროა, ქვეყანაში რომელიც პანდემიას ებრძვის, ტესტირების თემა პოლიტიკური სპეკულირების საკითხი ხდება - პრემიერი

27 მაისი 2020, 13:24 1609 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ტესტირების თემა პოლიტიკური სპეკულირების საკითხი გახდა, რაც სამწუხაროა. 

გიორგი გახარიას თქმით, დღეში ოქროს სტანდარტით „პისიარ“ ტესტირება უტარდება 2500-მდე ადამიანს და უახლოეს მომავალში ამ ციფრის 3000 გაზრდა იგეგმება. ვირუსის პირველ ეტაპზე კი ეს რიცხვი 75 იყო.

პრემიერი თქმით, ეფექტურად იმუშავა საკარანტინე ზონებმაც. 

გიორგი გახარიამ დღეს სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ყველა შეზღუდვის ერთდროულად მოხსნის მოთხოვნა არ შეიძლება. 

''რაც შეეხება ტესტირების ნაწილს და ერთხელ და სამუდამოდ მინდა ეს თემა დავხურო. სამწუხაროა, ქვეყანაში,  რომელიც პანდემიას  ებრძვის, რომლის რესურსებიც არის შეზღუდული. ტესტირების საკითხი ხდება  პოლიტიკური სპეკულირების თემა.  ეს სხვა თემაა, ჩვენი  პოლიტიკური კულტურის თემაა და არ მინდა ამას შევეხო. 

მსოფლიოში არსებობს ერთადერთი ოქროს სტანდარტი,  ეს არის ''პისიარ'' ტესტირება. დღეს ღმერთმა ისე  ქნა, რომ საკმაოდ მყარი, მაღალი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ლაბორატორიების  ქსელი არსებობს. პირველი ეს არის ლუგარი, ასევე  ქუთაისის და ბათუმის ლაბორატორიები, რომლებსაც შეუძლიათ ტესტირების ჩატარება უმაღლეს დონეზე. არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ვირუსის პირველი შემთხვევები იყო, დღეში ტარდებოდა 70-75. დღეს ტარდება 2500. უახლოეს პერიოდში ჩატარდება 3000. დავალება აქვს მიღებული ჯანდაცვის სამინისტროს და შესაბამის უწყებებს, რომ შემოდგომამდე, სექტემბრის ბოლომდე ქვეყანას შეეძლოს დღეში 10 000 ტესტის ჩატარება. ვისაც ესმის ის ძალიან კარგად ხვდება რაზე ვსაუბრობ.

ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, როდესაც ვამბობთ, რომ გვინდა ეკონომიკის გახსნა. გვინდა ვიყოთ პირველი ქვეყანა, რომელიც ტურისტების ორგანიზებულად მიღებას შეძლებს. ​ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც შეძლო ათიათასობით მოქალაქის ჩამოყვანა სახელმწიფოს ხარჯზე. ყველა ეს ადამიანი დღეს გადის ტესტირებას.

როდესაც გახსნაზე ვსაუბრობთ და ზოგიერთები მოგვიწოდებენ აქ გავხსნათ ყველაფერი ერთად და რატომ გვაქვს დახურული ტრანსპორტი? მარტივად მეგობრებო, ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, გონივრული და გეგმის შესაბამისად. 

ამ გეგმის მიხედვით, სანამ არ იქნება შესაძლებელი დღეში გარკვეული რაოდენობის ოქროს სტანდარტის ტესტის ჩატარება, ყველა სახის ნაჩქარევი გახსნა არის ადამიანის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება. იმედია მაქვს, რომ ამ პასუხისმგებლობაზე მალე მექნება საუბრის საშუალება. 

ვერცერთი ადამიანია საკარანტინო ზონიდან ვერ გამოდის ისე, რომ არ ჩაუტარდეს ტესტირება. ბოლო სამი თვის შრომის შედეგია ის, რომ ახალი ინფიცირებული შემთხვევები მოდის ძირითადად კარანტინიდან. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან არიან კომფორტულ პირობებში კარანტინში, რომლის დატოვების შემდეგ მათ იკვლევენ. 

საკარანტინე ზონების შექმნა იყო სწორი ნაბიჯი. მინდა ახლავე ვაღიარო იყო ის შესაძლებლობა, რომელმაც მოგვცა შანის, ამ გაურკვეველ პირობებში, სწრაფი ტესტების ეფექტურობის, არაეფექტურობის, მათი შეძენის, მსოფლიოში უამრავი რიგების და გაურკვეველი ათასი შარლატანის გამოჩენის, რომელიც ამ ტესტირებას სთავაზობდა მთავრობას, როგორც სამინისტროების ასევე ბიზნესმენების დონეზე - ჩვენ ამაზე აბსოლუტურად გააზრებულად უარი ვთქვით. იმიტომ, რომ გვქონდა მაღალი სტანდარტი პისიარ ტესტირების და ეფექტურად მომუშავე საკარანტინე ზონები'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი