საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 29 მაისიდან აღდგება 

27 მაისი 2020, 11:06 8552 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 29 მაისიდან აღდგება. გიორგი გახარიას თქმით, მოქალაქეებს კონკრეტული წესების დაცვა მოუწევთ, ეს არის პირბადის ტარება. 

პრემიერმა ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. 

''29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო და ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული წესების დაცვით. ეს გახლავთ პირბადის ტარება. ამაზე პასუხისმგებლები იქნებიან მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზაციების ან კერძო კომპანიები'' - განაცხადა პრემიერმა. 

გიორგი გახარიას განმარტებით, საქალაქთაშორისო მგზავრობა  8 ივნისიდან აღდგება.

''დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული სეროპრევალენტობის კვლევის შედეგები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში შიდა გავრცელების მასშტაბი არის ძალზედ მცირე და რისკები შემცირებულია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, რომ ვირუსი დღეს რჩება ჩვენთან ერთად და აუცილებლად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, როგორიცაა პირბადე, სოციალური დისტანცია, ჰიგიენის ელემენტარული წესები, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვეტილება მივიღეთ გადაწყვეტილება შემდგომი შემსუბუქებების დაწესების თაობაზე,“- აღნიშნა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი