კორონა დამარცხებულია - აჭარა ისევ მწვანე ზონაა

24 მაისი 2020, 18:22 1124 ნახვა

აჭარა მწვანე ზონა გახდა. რეგიონში  კოვიდინფიცირებული პაციენტი აღარ ყავს. ბოლო ორმა   გამოჯანმრთელებულმა  კლინიკა „მედალფა“ გუშინ  დატოვა და  საავადმყოფო „მოცდის“ რეჟიმში  გადავიდა.  

ინფიცირების ახალი ფაქტის დადასტურების  შემთხვევაში  „მედალფა“ კვლავ კოვიდმიმღები  კლინიკა იქნება. ჯამში  რეგიონში  კოვიდ 19 -ით ინფიცირების  71  შემთხვევა გამოვლინდა მათ შორის 2 გარდაიცვალა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში