2 ინფიცირებული 13 გამოჯანმრთელებული, ასეთია დღეისთვის კოვიდ 19-ის სტატისტიკა საქართველოში. 2-ვე ინფიცირებული პაციენტის წყარო ცნობილია-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში კვლავ მძიმეა 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
კოვიდ ცენტრებში კი ჯამში 196 პაციენტი მკურნალობს. ქვეყანაში სულ 730 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, მათ შორის კოვიდ 19, 522-მა მოქალაქემ დაამარცხა.