ხვალ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები აჭარის განათლების და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს მოუსმენენ. პლენარული სხდომა 12 საათზეა ჩანიშნული. დეპუტატებმა 2019 წლის ბიუჯეტის ანგარიში უნდა მოისმინონ. სხდომის დღის წესრიგი დღეს ბიუროზე განისაზღვრა.
დეპუტატებმა 8 საკითხი განიხილეს, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ანგარიში, რომელიც განსახილველად კომიტეტებში გადაიგზავნა.