დღეს საბერძნეთიდან სპეცრეისით საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდება

20 მაისი 2020, 10:29 1256 ნახვა

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი ათენიდან განხორციელდება.  რომლითაც საქართველოში 180 პირი დაბრუნდება. მათ შორისაა არასრულწლოვნები, მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე და ხანდაზმულები. ისინი 14 დღიან საკარანტინო პერიოდს გაივლიან.

19 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 20 ათას 919 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში  დაბრუნდა 12 ათას 40 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი