ნარკოდანაშაული კარანტინის ზონაში

19 მაისი 2020, 20:33 1516 ნახვა

არსებობს თუ არა რისკები, რომ საკარანტინო სივრცეები ნარკოდამოკიდებულების სივრცედ იქცეს ? სასტუმროების მფლობელები ამბობენ, რომ არალეგალურად წამლების შეტანის შანსები არ არსებობს, რადგან შენობას 24 საათის განმავლობაში დაცვის თანამშრომლებთან ერთად პოლიცია იცავს. სამედიცინო საჭიროებისთვის კი ექიმები მორიგეობენ. „მეტადონის“ სახელმწიფო პროგრამაში, მხოლოდ აჭარიდან საკარანტინო სივრცეში მყოფი 90 ადამიანი ჩაერთო. დღეს, ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის  საკარანტინო ზონაში მოთავსებული მოქალაქე დააკავეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი