ტურისტული სეზონის დაწყებამდე უნდა დასრულდეს ქობულეთში, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია.
2 კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს და 4-მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. პროექტის ფარგლებში სანაპირო ზოლში თვითნებურად განთავსებული კაფე-ბარებისა და მაღაზიების დემონტაჟიც მოხდა. პირველ ეტაპზე სანაპირო ზოლის 850-მეტრიანის რეაბილიტაცია დასრულდა.