აჭარაში გამოკვლეული 272 პირიდან COVID-19 არცერთს არ დაუდასტურდა

19 მაისი 2020, 10:25 1703 ნახვა

19 დღეა აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ჩატარებული 272 ტესტის ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 18 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

უწყების ცნობით,  აჭარაში კორონავირუსზე PSR ტესტი ჩაუტარდა 9656 პირს.

კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობის კურსს მხოლოდ 2 ინფიცირებული პაციენტი გადის. ჯამში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 67-მა პაციენტმა. ორი კი გარდაიცვალა. 

რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 14 მარტს დადასტურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი