ონლაინ-შეხვედრა ლიეტუვის ტრანსპორტის მინისტრთან. ნათია თურნავას თქმით, ქვეყანა ემზადება ტურისტული სეზონის გახსნისთვის და ბალტიისპირეთი სწორედ ის რეგიონია, საიდანაც დიდი რაოდენობის ტურისტებს ელოდებიან, მან აღნიშნა რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა“ უკვე გამოხატა სურვილი, რომ აღდგეს რეგულარული მიმოსვლა ვილნიუსსა და ქუთაისს შორის, ლიეტუვის გარდა, იგეგმება საჰაერო მიმოსვლის აღდგენა ლატვიასთან და ესტონეთთანაც.